|
2023-11-03 15:32:38, 610 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილზე - მათ არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და ხელის შეშლის გარდა, არაფერს აკეთებენ
საქართველომ გააკეთა ყველაფერი თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს არის ის, რასაც უნდა ამბობდეს ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეფასებები, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილისგან ისმის, რამდენიმე თვის წინ ევროკომისარსაც კი არ გაუკეთებია. ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას "ხელს უშლიან, თუმცა ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რას აკეთებს ქვეყანა სტატუსის მისაღებად". "რაც შეეხება შეფასებებს, ასეთი შეფასება თავად ევროკომისარსაც არ გაუკეთებია, რომ საქართველოს დანარჩენი სამი რეკომენდაციის გარდა, არაფერი შეუსრულებია ივნისში. ივნისის შემდეგ, კიდევ უამრავი რამ გაკეთდა და საქმეც ამაშია, რომ მათ არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და ხელის შეშლის გარდა, არაფერს აკეთებენ. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ და შეაფასებენ იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რასაც საქართველო იმსახურებს და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპულ მომავალს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)