13:46 - 24 Jul, 2026
|
2023-11-03 14:11:11, 822 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ბერბოკის განცხადებაზე - ევროკავშირის გაფართოება აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხია
გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას. პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. "ევროკავშირის გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)