|
2023-11-03 13:32:44, 745 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა
ოპოზიცია გიჟდება, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ, ქვეყანაში როგორმე არეულობა და დაძაბულობა იყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს "ხელი მაქსიმალურად შეუშალონ". „ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას; გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება; ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ; როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვეყანაში. არა მხოლოდ თავიანთი განცხადებებით, არამედ ქმედებებით - პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შეიძლება, არ მოგწონდეს შენი ხელისუფლება და იყო მასთან ოპოზიციაში, გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე, ამ დროს კი, ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლა ხდება, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის წინააღმდეგ დგამენ ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯებს“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა. „ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად, რეალურად ყველაფერი გააკეთა და შეასრულა ის მოთხოვნები, რაც იყო დასახელებული - 12-პუნქტიანი გეგმა და დამატებითი მიმართულებები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ლოგიკა, ახსნა-განმარტება არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით, რადგან თუ რომელიმე ქვეყანას რაიმე ჰქონდა გაკეთებული და თუ შევაფასებთ იმ კრიტერიუმებით, რაზეც არის საუბარი, საქართველო იყო და არის ამ ქვეყნებს შორის მოწინავე, თუმცა გვესმის, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა იყო ამის მოტივი. ყველა ვხედავთ, რამდენი რამ გაკეთდა ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. რეფორმები ჩვეულებრივად გრძელდება, ეს პროცესია და მჯერა, რომ თუ სამართლიანი მიდგომები იქნება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიანიჭებენ“, - დასძინა კალაძემ.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)