21:18 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 16:01:16, 966 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს

რუსეთი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება", რომლის მიხედვითაც, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3,6 მილიარდი რუბლი იქნება.

როგორც "ეხო კავკაზა" წერს, მანამდე, რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4,05 მილიარდი რუბლი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4,8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics