|
2023-11-01 15:24:36, 844 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება
მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებებს "ვიზუალის მიხედვით" არ იღებს. "ბატონი გვარამიას მხრიდან, რატომ არის ეს საკითხი აქტუალური, ამაზე საუბარი გამიჭირდება. ასევე, პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარიც ჩემთვის არ იქნება მარტივი, თუმცა მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები - "არა და არასდროს"... ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ცნობისთვის, გუშინ, 31 ოქტომბერს "მთავარი არხის" დაფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "რეაქცია" საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)