|
2023-11-01 14:04:10, 815 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - პრეზიდენტი თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს - ეს იქნება მორიგი ღალატი
ჩვენ სალომე ზურაბიშვილისგან, ზოგადად, არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს - ეს იქნება თეორიულად მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მხარი თავის დროზე იმ ამომრჩეველმა დაუჭირა, რომლისთვისაც "სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიუღებელი იყო". "ჩვენ ზურაბიშვილისგან, ზოგადად, არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს. არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. რა თქმა უნდა, ეს იქნება თეორიულად მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. მას მხარი დაუჭირა თავის დროზე იმ ამომრჩეველმა, რომლისთვისაც არის პრინციპულად მიუღებელი სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მას შეუძლია კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა. მისგან არაფერი აღარ გვიკვირს, ეს არის მისი საქმე და იმედი მაქვს, რომ მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა ყველაფერია მისგან მოსალოდნელი", - განაცხადა კობახიძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)