|
2023-10-31 17:42:14, 757 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ეს სიტყვები შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, სოლიდარობას ვუცხადებ იმ ქალებს, რომლებმაც პროტესტი გამოაცხადეს [ვიდეო]
მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს მთლიანად. მინდა გამოვუცხადო სრული სოლიდარობა იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფას. პრეზიდენტის თქმით, "სრულიად მიუღებელი და სირცხვილია" სიტყვები, რომლებიც დღეს "ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გააჟღერეს. "მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს მთლიანად. მინდა გამოვუცხადო სრული სოლიდარობა იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს. მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის. მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)