|
2023-10-31 13:13:39, 642 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს
საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ჩვენი ისტორიული თვითმიზანი არის, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც იქნება გარანტი საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლების და საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. „კანდიდატის სტატუსის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არ უნდა იყოს რუსული ოცნების მცდელობა, რომ ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ მოიტანა, ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა არ უნდა დაკარგონ. ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი",- განაცხადა წითლიძემ. მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა არის რეგიონში უსაფრთხოების გარანტი. „ევროპას და აშშ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სჭირდებათ ძლიერი საქართველო, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება მისი თანაბარი და სრულფასოვანი პარტნიორი",- ამბობს წითლიძე.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)