00:55 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 09:36:17, 888 ნახვა

მსოფლიო
CPJ - ისრაელისა და „ჰამასის“ შეტაკებებს, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელისა და "ჰამასის" შეტაკებებს, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 31 დაღუპული ჟურნალისტიდან 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი იყო.

CPJ-ის ცნობითვე, დაშავდა 8, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 9 ჟურნალისტი.

"განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე ღაზაში მყოფი ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო თავდასხმის ფონზე ცდილობენ... აქაა დამანგრეველი საჰაერო თავდასხმები, შეფერხებული კომუნიკაციები და ელექტროენერგიის გათიშვა", - აცხადებენ CPJ-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics