|
2023-10-30 21:34:36, 736 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა - ის უნდა განთავისუფლდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილის პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა და აღნიშნავენ, რომ "ფარსად ქცეული სასამართლო პროცესები უნდა შეწყდეს, პრეზიდენტ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს საზღვარგარეთ სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება". "პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს დააანონსა, იმ დროს, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გავლენის აგენტი ოთარ ფარცხალაძე იყო. პოლარიზაციის დასრულება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პირველი წინაპირობაა. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინაპირობაა ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობა. აპრილში შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვა გაავრცელა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის 4 წევრზე. პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა ასევე ავლენს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების სრულად ხელში ჩაგდების ფაქტს. ფაქტია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი, სურვილის მოუხედავად, ვერ ესწრება სასამართლო სხდომებს. სასამართლო სხდომებზე პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართვას კი სასამართლო, როგორც წესი, სერიოზული ტექნიკური ხარვეზებით ახორციელებდა. 2023 წლის 30 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმმა უსამართლობისა და უკანონობის ახალი სიმაღლე დაიპყრო. მოსამართლემ პრეზიდენტ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა გაუფრთხილებლად შეაწყვეტინა და სხდომიდან გათიშა. ეს ფაქტი არა უბრალოდ უხეში პროცედურული დარღვევაა, არამედ კიდევ ერთი დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ის, რომ მის მიმართ წარმოებს პოლიტიკური დევნა. ფარსად ქცეული სასამართლო პროცესები უნდა შეწყდეს, პრეზიდენტ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს საზღვარგარეთ სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)