21:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 17:13:35, 694 ნახვა

საზოგადოება
PSP თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას განაგრძობს

​ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას PSP ავრცელებს.

როგორც PSP-ში აცხადებენ, ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვა.

„მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას.

ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან ჩვენ მომხმარებელს უკვე 35-40%-ით გაუიაფდება.

ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი”,- აცხადებენ PSP-ში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics