|
2023-10-30 14:40:12, 855 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - შემაშფოთებელია, როცა საქართველოში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ სახლში არიან
ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, "არსებობს წვრილი ხაზი, რომელიც უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს, გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ". ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან. „სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის თქით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ნიადაგს საქართველოშიც "სინჯავს", ქვეყნის წინააღმდეგ კი, ახლა ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ამასთან, შეკითხვაზე, უკრაინაში ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, რა გავლენა მოახდინა ამ ომმა საქართველოში ხალხის ცხოვრებაზე და იყენებენ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს ნიადაგის მოსასინჯად, როგორ ხდება ეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: "ესაა შეხსენება იმისა, რაც საქართველომ გადაიტანა და რომ ქვეყანა მუდმივი საფრთხის წინაშე დგას. ეს უკვე რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ტესტავს ნიადაგს საქართველოში. ყველაზე მარტივი გზა კი, ჰიბრიდული ომია", - დასძინა ზურაბიშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)