|
2023-10-30 12:14:13, 691 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელში პრეზიდენტის მიერ საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის
ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი სახელმწიფო ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "დაცინვაა ის, რაზეც პროცესზე საუბრობენ". "მინდა გამოვიცნოთ - აბა, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველს და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ეს ყველაფერი დაიწყო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში. მინდა გითხრათ, რაც შეეხება ხარჯებს, ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის - ეს ყველამ იცის, ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა, რაზეც აქ არის საუბარი",- განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)