|
2023-10-28 16:36:01, 975 ნახვა
პოლიტიკა
ქარსელაძე პუტინთან ბანკეტზე - კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, შეექმნა თუ არა მას უხერხულობა, იმის გამო, რომ მისი კოლეგა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერ ვლლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა კონფერენციას განაცხადა, რომ "კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან". მისივე თქმით, დისკომფორტის შემქმნელია, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, და იმისთვის, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს. "კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დისკომფორტი არის როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის და იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები", - განაცხადა ქარსელაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში "სარტყლისა და გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ ბანკეტს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)