23:34 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 11:53:10, 741 ნახვა

საზოგადოება
Agile Summit – 5 დღე საერთაშორისო ეჯაილ ღონისძიებამდე

„თიბისის“ მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

ღონისძიების მთავარი გამომსვლელები საერთაშორისოდ ცნობილი ეჯაელ ექსპერტი- ანტონ მარკი და ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნებიან. ალისტერ ქობერნი 2020 წელს ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს შორის დასახელდა, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში. ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორი ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება.

„თიბისი“ ქვეყნის მასშტაბით ეჯაილის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების და მათი მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, ღონისძიებაზე „თიბისის“ ეჯაილ მწვრთნელი და ჯგუფის ლიდერი, გუკა კიტია „თიბისის“ გუნდიდან სპიკერის რანგში მიიღებს მონაწილეობას.

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა. სამიტების კულტურა ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეალური პრაქტიკების გაზიარებისთვის და კოლეგებთან შეხვედრისთვის, რათა ჩვენი ორგანიზაციების ყოველდღიურობას დროებით ჩამოვშორდეთ, დავინახოთ სხვების გამოწვევები და სამუშაო გარემოში დაბრუნებისას გაცილებით უფრო რაციონალურად დავაკვირდეთ ჩვენს სამუშაო მიდგომებს",- აღნიშნავს გუკა კიტია.

ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics