|
2023-10-26 18:31:05, 678 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. „საუბარი შეეხო უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საუბრისას განიხილეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო მზად არის გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა, საერთო ინტერესების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე – არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვს დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ალი ასადოვს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ღონისძიება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში,რომელსაც საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)