|
2023-10-26 14:04:49, 610 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ჰერჩინსკიმ მიზანმიმართულად გააკეთა აქცენტი, რისთვისაც შავ სიაში შეიყვანა მილიონობით რუბლით დაფინანსებულმა ხოშტარიამ, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი
ალბათ, იხუმრაო ჰერჩინსკიმო, როცა ევროპაზე, ევროინტეგრაციაზე და საქართველოზე ლაპარაკობდა ევროინტეგრაციის პროცესში, ეს ხომ სიგიჟეა. როცა აღარ იცი რა უნდა თქვა, მაშინ გააკეთებ ასეთ სულელურ შეფასებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კომენტარზე განაცხადა. „ბატონმა ჰერჩინსკიმ, და მადლობა მას ამისთვის, კონკრეტულად იმ თემაზე და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად გააკეთა აქცენტი, რისთვისაც ბოლშევიკურ შავ სიაში შეიყვანა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლით დაფინანსებულმა ლიაკა ხოშტარიამ, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი. პარლამენტის დეპუტატებმა, და დადასტურებულად ეს უკვე არის ევროკავშირის ელჩისგან, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად დააინიცირეს კანონი და გაიტანეს ბოლომდე, ამისთვის ბოლშევიკურ შავ სიაში შეიყვანეს რუსეთიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა ეს დეპუტატები. პირდაპირ გეტყვით, დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამ სიაში ხარ, ესე იგი, გარანტირებულად ემსახურები შენს ქვეყანას და შენს ხალხს და ხვდები ფაშისტური იდეოლოგიის, ბოლშევიკების მიერ შედგენილ შავ სიაში, რომელიც გვაგონებს 1937 წლის სიას, 2012 წლის “ნაცების“ მიერ შედგენილ შავ სიას და ასე შემდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)