18:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 10:09:30, 1298 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში "ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში" საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან, გენდერული საბჭოს წევრებთან და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, შეხვედრას ქალთა პოლიტიკური მიმართულების ექსპერტი მაია კუპრავა-შარვაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი/იურისტი ალექსანდრე სვანიშვილი უძღვებოდნენ.

"შეხვედრის მიზანია პროექტის ფარგლებში ქალებთან შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გაცნობა, იდენტიფიცირება, სამომავლო ინტერვენციების დაგეგმვა, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება.

პროექტი "ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში" დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics