|
2023-10-25 17:39:57, 707 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ბევრი გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი
ბევრი გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ჭიქა ნახევრად სავსეა და ნახევრად ცარიელიც". "ბევრი გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი. თუ შევხედავთ პირველ პრიორიტეტს, რაც არის პოლარიზაცია, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ პოლარიზაცია ისევ არსებობს. თუ შევხედავთ დეოლიგარქიზაციას, არსებობს სამოქმედო გეგმა, მაგრამ სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს, რა ნაბიჯები გადაიდგმება მომვალში. ამიტომ, ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი არ გვაქვს და ნაბიჯები ბევრია გადასადგმელი. წინ კიდევ წელიწადნახევარია, ამ დროის მანძილზე უფრო მეტია გასაკეთებელი. ასე რომ, ჭიქა ნახევრად სავსეა და ნახევრად ცარიელიც. ამაზე მსჯელობა შეიძლება",- ამბობს ჰერჩინსკი. ცნობისთვის, დღეს, 25 ოქტომბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)