|
2023-10-25 15:21:28, 638 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ვთხოვ, ჩემს კაბინეტთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე
ვთხოვ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ჩემს კაბინეტთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე, მათთან, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურებიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვედრას უთანხხმებდნენ, თუმცა შეხვედრის დანიშვნვის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლიდნენ. „ერთი კვირის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვედრას მითანხმებდნენ, მათ ყოველდღე შეხვედრას ვუნიშნავდი და შემდეგ გადაიფიქრებდნენ, შეხვედრაზე არ მოდიოდნენ. მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და რა თქმა უნდა, დავუდასტურე. რამეს თქმა თუ უნდოდათ, მობრძანდნენ და მითხრან. მეტი რა უხერხულობა უნდა შექმნან, რასაც ისინი საკუთარ თავს უქმნიან, როცა იმ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს ექომაგებიან, რომელსაც ამ ქვეყნის გადაბრუნება უნდოდა. საქართველოს ყოფილი მოქალაქე ქვეყანაში შემოიპარა და რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით. ხალხი, რომელიც ექომაგება და რომლის ლიდერია ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს, მათ ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნან? პირიქით, მათ ძალიან ვთხოვ, ჩემი კაბინეტის შემოსასვლელთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე - იმ ხალხთან, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურებიან. კართან დგომა საჭირო არ არის, შემოვიდნენ და დავილაპარაკებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)