|
2023-10-25 14:52:05, 721 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე Mona.ge-ზე - საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადო შეფასებას ველოდებით
ჯაფარიძემ და ხოშტარიამ შექმნეს ჩვეულებრივი ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებისგან "ბოლშევიკური ნაბიჯის" სათანადო შეფასებას ელოდებიან. „ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული, ორი ე.წ. პოლიტიკოსი. ისინი არიან ექსტრემისტები, რადიკალები, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ქმედებები და ჩვენ ასევე ველოდებით საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადო შეფასებას“,- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პლატფორმა Mona.ge შექმნეს. მათი ცნობით, ინიციატივის მიზნებია: "საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფთა მხილება და მათი ვინაობების გასაჯაროება; მხილებული ადამიანების ვინაობების შენახვა ციფრულ ფორმატში მომავალი თაობებისთვის როგორც ხალხის, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში, სხვადასხვა ფორმითა და ფუნქციით, იდგნენ რუსული რეჟიმის სამსახურში; ასევე ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის დასავლეთის ქვეყნებში გაქცევისა და თავშესაფრის მიღებისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა".
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)