|
2023-10-24 21:58:48, 602 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილის უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის უპატივცემულობის პანდორას ყუთი
სალომე ზურაბიშვილის მრჩევლებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი – კონსტიტუციის უპატივცემულობის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, იმის მიუხედავად, რა თანამდებობას იკავებს, ვალდებულია, ქვეყნის კონსტიტუციას პატივი სცეს. „დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა დადასტურებულად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც იმედი არ მაქვს გადაწურული, მაგრამ, როგორც ჩანს, იქითკენ მიდის საქმე, რომ ის აპირებს, დარღვევა იყოს არა ერთეული ექსცესი მისი მხრიდან, არამედ იყოს სისტემა. მისი მხრიდან საქართველოს კონსტიტუცია არის აბსოლუტურად უპატივცემულო. ეს არის პანდორას ყუთი, რომლის გახსნასაც არავის ვუსურვებ. მის მრჩეველებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩეველებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი – კონსტიტუციის უპატივცემულობის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)