|
2023-10-24 15:43:06, 733 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო. “შეხვედრაზე ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო. განხილვის მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ დარჩენილ მოკლე დროში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ვისაუბრეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი, მათ შორის, მედიის წინააღმდეგ კანონზე, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვქონდა, რატომ არის ეს კანონი პრობლემური. ეს მოვახსენეთ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი. პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი უკავშირდებოდა იმას, რომ ძალიან მალე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი და დარჩენილ დღეებში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხს დამატებითი ლეგიტიმაცია მივცეთ. ეს იყო მთავარი თემა, არანაირ სხვა პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. ის ისეა მოტივირებული როგორც ჩვენ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“, - განაცხადა წითლიძემ. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს, რომ დაემორჩილოს "რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა". "სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში ვერ იქნება მოწოდება, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ქვეყანას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ყველა მოთხოვნის შესრულებას. ის არ აპირებს რომ დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი აპირებს რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, როგორ, ამას გაგაცნობთ თავად", - განაცხადა სამადაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)