|
2023-10-24 10:04:16, 759 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პრემიერი ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - "გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023"-ში მიიღებს მონაწილეობას. "გლობალური კარიბჭე" არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. "გლობალური კარიბჭე" სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება. "გლობალური კარიბჭე" აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად. ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − "სატრანსპორტო დერეფნები" − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)