|
2023-10-23 20:21:34, 811 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება, ცხადია მას ენმ-ში მივესალმებით
ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, რაც შეეხება მსჯელობას მისი ნიკა გვარამიათი ჩანაცვლების შესახებ არის პარტიის მხარდამჭერების შეურაცხყოფა, რადგან მათ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. “ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკური აქტიურობა. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით .მივესალმებით თუ არა ოპოზიციაში ნიკა გვარამიას? რომელიც ისედაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრს იბრძვის ,მივესალმებით.თუმცა ცხადია კონკრეტული ადამიანები საკუთარი მომავლის შესახებ თავად იღებენ გადაწყვეტილებას.ამიტომ არ ვიჩქაროთ ,დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მე დარწმუნებული ვარ ნიკა გვარამია იქნება იქ ,სადაც იქნება ბიძინა ივანიშვილის ,რუსული რეჟიმის მარცხი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)