|
2023-10-23 15:39:21, 883 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში - ყველაფრის მკადრებელია
ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. „დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს. დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მელიას გამოაგდებდა ხაბეიშვილი. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დაასწრო. ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა. ძალიან კარგად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო არ მოქმედებდა, ასევე, ვინ იდგა მის უკან. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, სააკაშვილი რატომ არ ახსენდება, თუ მართლაც სწორად ფიქრობს და სწორი დამოკიდებულება აქვთ?“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობაში“ დაპირისპირება ქვეყნისთვის საინტერესო არ არის. „ვფიქრობ, არ უნდა იყოს საინტერესო რა და როგორ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენ გვაქვს ბევრი საინტერესო პროექტები განსახორციელებელი. ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ღირსეული პასუხი ჰქონდეს ჩვენი მხრიდან“, - დასძინა კალაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)