|
2023-10-21 17:04:36, 737 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, აღკეთოს საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს ემუქრებოდეს
უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა საკითხის გამო,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, გამოძიებას უამრავი მასალა ჰქონდა მოპოვებული და სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული. „სუს-ის ხელმძღვანელმა კარგად ახსნა დეპუტატებისთვის ეს ვითარება, რომ გამოძიება იწყება ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიებას ჰქონდა უამრავი მასალა ამასთან დაკავშირებით მოპოვებული, შესაბამისი გამოკითხვებიც ჩატარდა, საზოგადოებაც იქნა იმ დროს ინფორმირებული, როცა გამოძიებამ ეს საჭიროდ ჩათვალა და ესეც ყველაფერი კანონის ფარგლებშია. გამომდინარე აქედან, სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული. უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა საკითხის გამო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)