02:22 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-21 15:25:42, 637 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს ეკონომიკისცირკულარობის დონის შეფასების შედეგებს გაეცნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონპავლიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიის წევრებსსაქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების ძირითადი შედეგები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტრო ავცრელებს.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკისცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტულიდარგები, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისსაკვანძო ეტაპები, ცირკულარული ეკონომიკის შესაძლებლობები თითოეული სამიზნედარგისთვის, დარგობრივი ანალიზის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცირკულარული ეკონომიკის განვითარება სარგებლისმომტანია როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, გარემოსდაცვითი მიმართულებებით დაკავშირშია როგორც მდგრადი განვითარების მიზნებთან, ისე მწვანე ეკონომიკასთან“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა დარიუშ ედვარდპრასეკმა საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევისა დასტრატეგიის შემუშავების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი შემუშავდებასაქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ექსპერტთა გუნდის მიერ, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოსცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ უწყებათშორისსაკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics