|
2023-10-20 22:13:56, 684 ნახვა
საზოგადოება
„მზიურის“ პარკს შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში კონცერტი გაიმართა
„მზიურის“ პარკს შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში თბილისის მერის ინიციატივით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, ასევე საკრებულოს წევრები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, „მზიურის“ ტერიტორია კიდევ 2,5 ჰექტარით გაიზარდა. "ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაუბრუნა დედაქალაქს. დღეს ის არის თბილისელების საკუთრება. რეაბილიტაციის ფარგლებში გავაკეთეთ „მზიურის“ გაგრძელება, 2,5 ჰექტარი ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდა. ყველას გვახსოვს, დღეს აქ რა მდგომარეობა იყო. მართლაც, ძალიან სასიამოვნო სივრცეა. ახალი ხე-მცენარეებია, საპარკე ინფრასტრუქტურა, ფანჩატურები, ტრენაჟორები, განათება, საპიკნიკე სივრცე, სარწყავი სისტემა. კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგნენ. მათ შორის, დუეტი „ჯორჯია“, სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, „მასტერი“, დავით გომართელი, სალიო, ოთო ნემსაძე და ნოა. თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გასულ წელს, ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა. "პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედანი, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო სივრცე, გადმოსახედი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: დაირგო 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე, ასევე, 18 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)