|
2023-10-20 21:36:19, 624 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილმა, საქართველო-თურქეთს შორის, ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
საქართველო-თურქეთს შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა ზურაბ აზარაშვილმა და ფაჰრეთთინ ქოჯამ მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო და თურქეთი, აქტიურად ითანამშრომლებენ პირველადი ჯანდაცვის, საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით. ასევე - დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ჰოსპიტლების მენეჯმენტის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრაქტიკის კუთხით თანამშრომლობას. ამასთან, მხარეები, ჯანდაცვის ხარისხის, აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვისა და კონტროლის მიმართულებით იმუშავებენ. მემორანდუმით გათვალისწინებულია სტრატეგიული თანამშრომლობა, სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში. საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებმა დოკუმენტს ხელი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე მოაწერეს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)