12:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 19:59:30, 1001 ნახვა

ეკონომიკა
თამარ გაბუნიამ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

თამარ გაბუნიამ, შვეიცარიაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა  და გაეროს მოსახლეობის  ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ადამიანის უფლებები და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს. 

მაღალი დონის შეხვედრაზე, ღონისძიების მონაწილეებმა, 1994 წელს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) მიერ მიღებული სამოქმედო პროგრამის განხორციელების 30 წლიანი პროგრესი შეაჯამეს. განიხილეს, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს დააჩქარონ პროგრესი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ.

კონფერენციაზე ,სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. თამარ გაბუნიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არის განვითარებისა და ინდივიდუალური კეთილდღეობის ძირითადი ხელშემწყობი და უნდა დარჩეს უმთავრეს პრიორიტეტად, ვინაიდან მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ადგენს მკაფიო კავშირს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას შორის.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური წვდომას, პერინატალური და ანტენატალური სერვისების რეგიონალიზაციისა და ოჯახის დაგეგმვის სერვისების დანერგვის მნიშვნელობასაც.

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პროგრესის დაჩქარების მიზნით, საქართველოში არაერთი რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი  წარმომადგენელი ესწრებოდა. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

რეგიონულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პაატა შავიშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics