|
2023-10-20 14:09:05, 689 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია - აშშ-ის ინტერესები აქ შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ რუსეთთან სულ დაპირისპირებული ვიყოთ
აშშ-ის ინტერესები აქ შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ რუსეთთან სულ დაპირისპირებული ვიყოთ,- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. როგორც ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, მსგავსი ინტერესი ჩინეთს საქართველოსთან არ აქვს. "ჩინეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ აღიარებს და იცავს. რაც შეეხება ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობას - იცით რა, ჩინეთთან ურთიერთობით, შეიძლება, რუსეთთან მიმართებაში ჩვენ უფრო მეტი მოვიგოთ და უფრო მეტი სართო რაღაც ვნახოთ ჩვენთვის მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია. შეიძლება, ამაში გარკვეულად დიდი როლი ყველა ქვეყანამ შეასრულოს - 30 წელია, განცხადებებისა და შეშფოთების მეტი არაფერი ყოფილა. არ ყოფილა იმიტომ, რომ იმათ არ აწყობთ, ჩვენ ეს საკითხი დავალაგოთ რუსებთან. იმათ აწყობთ, რომ ეს დაპირისპირება სულ იყოს. ჩინეთს კი, აქ ეს ინტერესები არ აქვს. აშშ-ის ინტერესები აქ შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ რუსეთთან სულ დაპირისპირებული ვიყოთ",- აღნიშნა ინჯიამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)