|
2023-10-20 12:22:22, 654 ნახვა
პოლიტიკა
კვიჟინაძე - სტიქიებით დაზარალებული, გაჭირვებული ხალხი ელოდება, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზურაბიშვილი გაზრდილ ბიუჯეტს ხელს არ აწერს
სტიქიებით დაზარალებული, გაჭირვებული ხალხი ელოდება, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზურაბიშვილი გაზრდილ ბიუჯეტს ხელს არ აწერს - წარმოუდგენელი რამ ხდება, ასეთი რამ არც მახსენდება რომ მომხდარიყოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა. კვიჟინაძის განმარტებით, პროგრამების შესრულების დრო იწურება. „უკვე მეორე კვირა გადის და პრაქტიკულად იწურება დრო, რომ ის პროგრამები შესრულდეს, რაზეც ეს თანხა იყო. აუცილებლად გადასახდელია თანხა, მაგალითად სტიქიები, გაჭირვებული ხალხი ელოდება, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ. ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით, რეალურად, ოპოზიციასაც კი არ ჰქონია რამე შენიშვნა ცენტრალურ საკითხებზე, მაჩვენებლებზე, ბიუჯეტის დეფიციტზე - ასევე მოსწონს სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს და ა.შ. ორშაბათს გადის ორი კვირა, რა დროსაც უნდა მოაწეროს ხელი [ზურაბიშვილმა]. თუ არ მოაწერს ხელს, მაშინ ხუთი დღის ვადაში მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ დრო გადის",- განაცხადა კვიჟინაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)