|
2023-10-19 13:49:14, 699 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე
სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე მედიასთან საუბრისას გუშინ, 18 ოქტომბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება "ზრდილობის ზღვარს მიღმა" გადიოდა. "რა თქმა უნდა, მისი გამოსვლის ტექსტი იყო არამარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართ, არამედ შეიცავდა ისეთ პასაჟებს, რომლებიც გადიოდა ზრდილობის ზღვარს მიღმა და განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას და ყველაზე საინტერესო რა იყო, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე დღის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი. პავლიკა მოროზოვის ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და კითხულობდა. გუშინ, სინამდვილეში, ამ თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე",- თქვა კობახიძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)