|
2023-10-19 11:32:03, 941 ნახვა
პოლიტიკა
შამბა - ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი
ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა. შამბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი რუსულ სამყაროსაა "მორგებული". "ჩვენ რუსეთთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი", - განაცხადა შამბამ. მისივე თქმით, რუსული ენის დამსახურებაა, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიცნო. "უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ აითვისა მრავალი ტრადიცია და კულტურული ელემენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდებულმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ბევრი ერზე რუსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროშით. აფხაზეთი მუდმივად იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის, მწერლების, მხატვრებისა და სხვების ყურადღებას", - დასძინა შამბამ. ცნობისთვის, მანამდე დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "რუსეთთან ურთიერთობის სავარაუდო მოდელი შესაძლებელია ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი იყოს. დამოუკიდებლობის შენარჩუნების პარალელურად, აფხაზეთი მზადაა, რომ საგარეო და დაცვითი პოლიტიკა აწარმოოს, მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოება რუსეთთან ერთად".
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)