|
2023-10-18 17:15:57, 675 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე და იკადრეს ყველაფერი
არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს პირველი - იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ, ანუ, არ მოუტანია არგუმენტი, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, ამ ფონზე და მეორე - არც ერთი არგუმენტი ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი არსებობს რეალობაში, რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, საკითხის განხილვა მიდის, რაზეც არგუმენტები უნდა იქნას წარმოდგენილი და ასეთი არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი. „პარადოქსი ის გახლავთ, რომ არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არ ულაპარაკია და არცერთი სიტყვა არ უთქვამს პირველი - იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ, ანუ, არ მოუტანია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, ამ ფონზე, ამისი არცერთი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა, თუ არადა, შემახსენეთ და მეორე - არც ერთი არგუმენტი ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი არსებობს რეალობაში, რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია. იმ საკითხის განხილვა მიდის, რაზეც არგუმენტები უნდა იქნას წარმოდგენილი და ასეთი არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი“ - განაცხადა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)