|
2023-10-18 14:05:36, 916 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში
ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას. ფოტიგას თქმით, საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროპაშია და სწორედ ამჟამინდელმა მთავრობამ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით 2022 წელს. "საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროპაშია. ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, რომ არ არსებობს რუხი ზონები მსოფლიოს ჩვენს ნაწილში. როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გაწევრიანების სურვილი პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში და მას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ამ მისწრაფებების შემდეგ, საქართველოს თანმიმდევრული მთავრობები აგრძელებდნენ ევროინტეგრაციის გზას და სწორედ ამჟამინდელმა მთავრობამ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით 2022 წელს და ოფიციალურ განცხადებებში სრულად დაუჭირა მხარი ევროკავშირში ინტეგრაციას. მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებისთვის კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან ის აშკარად ემხრობოდა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, რომლებიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით, მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა და ოფიციალურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ამიტომ, გადავწყვიტე, ხელი მოვაწერო ერთობლივ განცხადებას, რომელიც გამოხატავს იმედგაცრუებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით",- წერს ფოტიგა Twitter-ზე.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)