|
2023-10-17 22:42:50, 708 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ზურაბიშვილს სურდა, EU-ს კანდიდატის სტატუსისთვის ემუშავა, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაცაა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას გამოეხმაურა . იუკნევიჩიენეს თქმით, "სალომე ზურაბიშვილს სურდა, EU-ს კანდიდატის სტატუსისთვის ემუშავა... ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაცაა". "ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. ჩემი აზრით, ყველაფერი პირიქით უნდა მოხდეს და მთავრობის იმპიჩმენტი უნდა ხდებოდეს, რადგან ისინი საშუალებას არ აძლევდნენ პრეზიდენტს, საკუთარი უფლებები განეხორციელებინა. სალომე ზურაბიშვილს სურდა, რომ ევროპის დედაქალაქებში ჩამოსულიყო, ასევე ევროპარლამენტში და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ემუშავა, მაგრამ მთავრობამ მისი ეს ვიზიტები დაბლოკა. მე ასეთი რამ არასდროს გამიგია, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში აეკრძალათ პრეზიდენტისთვის, ემოქმედა როგორც პრეზიდენტს. ეს ძალიან ცუდი მესიჯია ევროპის დედაქალაქებისთვის და ყველა გაკვირვებული იქნება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია მმართველი პარტიის არაფორმალური ლიდერის თანხმობის გარეშე მოხდეს. ასე რომ, ეჭვი არ მეპარებს, რომ ეს არის მმართველი პარტიის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაცია უკვე დაზიანებულია და შთაბეჭდილება იქმნება, რომ მმართველ პარტიას არ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება. სხვა დასკვნა შეუძლებელია გაკეთდეს მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტს გაუკეთეს", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)