|
2023-10-17 13:23:43, 650 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა და დასვა პრეზიდენტად
სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. „ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად „ქართული ოცნების" რეიტინგის დამსახურებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, არ სურს, ცალკეულ მოსამართლეებზე საუბარი, რომლებიც იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ. "გვეტყობა ჩვენ, რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! მე შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. „ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად „ქართული ოცნების" რეიტინგის დამსახურებით. მე შევაფასე ეს ფაქტი და მოვლენა, რაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გულდასაწყვეტი ფაქტი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვაჩვენეთ დემოკრატიულობა, ევროპელობა. ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა. გასაგებია, ის სამი მოსამართლე, ალბათ, მიკერძოებულია თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი. გეტყვით, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა. ხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში",- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)