|
2023-10-16 22:13:57, 661 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლაზე - ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, ჯერ მხოლოდ 70%-ია დათვლილი
საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ, საარჩევნო უბნების დაკეტვიდან რამდენიმე საათში ატყდა მთელი ამბავი, რათა როგორმე წინსწრებით მომხდარიყო საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რომ ამდენი ხანი ხმები ვერ დათვალეს, - ასე უპასუხა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დასმულ შეკითხვას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან 3-4 საათში ითხოვდნენ დათვლილ ხმებს, მაშინ, როდესაც ეს თეორიულადაც შეუძლებელია. მისივე თქმით, მიზანი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო. „ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, რომ 70%-ია დათვლილი, შესაბამისად, 30% კვლავ დაუთვლელია. თითქმის ცხრის ნახევარია, შესაბამისად, რამხელა სპეკულაციასთან გვქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და ათასგვარი რამ იკადრეს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო, პირველივე საათებში 3-4 საათის გასვლის შემდეგ, დათვლილ ხმებს ითხოვდნენ, მაშინ როდესაც იციან, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელია. აგერ პოლონელები ამ დრომდე მოუნდნენ 70 % -ის დათვლას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)