|
2023-10-16 16:03:32, 590 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ომი დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევით და მან ეს ომი წააგო, რადგან გაიმარჯვა სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობამ
ომი დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევით და მან ეს ომი წააგო, იმიტომ, რომ გაიმარჯვა სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობამ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, დააზიანებს თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტისთვის „ომის გამოცხადება“ ევროპაში ვიზიტების გამო. კობახიძის განმარტებით, ევროპა მთავრდება იქ, სადაც კონსტიტუციის უზენაესობაზე ვინმე თვალს დახუჭავს, შესაბამისად, ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის რეაგირების გარეშე დატოვება, უპასუხისმგებლობა იქნებოდა. "ევროპა ნიშნავს სწორედ სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობას და არა იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებდა. სადაც შენ თვალს დახუჭავ კონსტიტუციის უზენაესობაზე, იქ მთავრდება ევროპა. ჩვენ არავითარი უფლება არ გვქონდა, თვალი დაგვეხუჭა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი უპასუხისმგებლობა არა მარტო კონსტიტუციის, არამედ ჩვენი ევროპული გზის მიმართაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)