|
2023-10-16 09:28:46, 734 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - ოპოზიციის ნარატივი, რომ ორბანი პუტინისტია, უნგრეთი კი პრორუსული სახელმწიფო, გაუგებარია
ის ნარატივი, რომელსაც ოპონენტები ამკვიდრებენ, აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე, ორბანი პუტინისტია, უნგრეთი პრორუსული სახელმწიფოა,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა "იმედის კვირას" ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა. „ის ნარატივი, რომელსაც ოპონენტები ამკვიდრებენ, აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე, ორბანი პუტინისტია, უნგრეთი პრორუსული სახელმწიფოა, რუსეთის კოლონიაა. ადამიანი ჩამობრძანდა ჩვენთან, საქართველოში და გვითხრა, რომ მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირში; მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ნატოში, უნგრეთისა და სხვა სახელმწიფოების გვერდით. ოპოზიციის განცხადებები ხომ აბსურდის თეატრია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)