|
2023-10-14 13:42:34, 879 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - არ ვიცი რას გულისხმობდა ზელენსკი, საქართველოს პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსული აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ჩიქოვანის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა ზელენსკი, თუმცა, საქართველოს ერთი პოზიცია აქვს, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას გულისხმობს. „ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში რას გულისხმობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ძალიან ბევრი სპეკულაცია ყოფილა, მათ შორის, უკრაინელი ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოს პოზიცია არის ერთი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ მშვიდობიანი გზით და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ავაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს.“ - განუცხადა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)