|
2023-10-14 13:17:38, 794 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი ოჩამჩირის მილიტარიზაციის საკითხზე - ჩვენ გვაქვს უკიდურესი პროტესტი და რა თქმა უნდა, ამაში მაქსიმალურად გვინდა დავიხმაროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები
მილიტარიზაციის თვალსაზრისით სამწუხარო რეალობაა, არამხოლოდ ოჩამჩირეში, არამედ აფხაზეთის სხვადასხვა წერტილებში გვაქვს სამხედრო კონცენტრაცია ოკუპირებული ძალების. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და რაც აქამდე გაგვიკეთებია - ეს არის საერთაშორისო მეგობრობის ჩართულობა და ეს არის უკიდურესი პროტესტი და რა თქმა უნდა, ამაში მაქსიმალურად გვინდა დავიხმაროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, არცერთ ეგრედწოდებულ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის არანაირი იურიდიული და საერთაშორისო ძალა არ აქვს. „ჩვენ გვაქვს სამწუხარო რეალობა, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია და ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო განლაგებას. ჩვენთვის არცერთ ეგრედწოდებულ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას და არამხოლოდ ჩვენთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის არანაირი იურიდიული და საერთაშორისო ძალა არ აქვს და ეს ყველაფერი არის ოკუპაციის ერთ-ერთი გამოვლინება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)