|
2023-10-13 15:38:26, 876 ნახვა
პოლიტიკა
„ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს“ - ზურაბიშვილი მეიცადს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა და ჰადას მეიცადმა ისრაელში განვითარებული მოვლენები განიხილეს. "საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა და ქართველი ხალხის სახელით ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ელჩს სამძიმრის წერილი გადასცა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს გაუგზავნა",- აღნიშნულია ინფორმაციაში. პრეზიდენტი შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას. "ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მსურს, შეშფოთება და მწუხარება გამოვხატო ისრაელის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო. ამ რთულ დროს ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას!",- წერს ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)