01:38 - 25 Jul, 2026
|
2023-10-11 19:04:51, 1064 ნახვა
პოლიტიკა
კორტნი ორბანის ვიზიტზე - საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ევროპული ღირებულებები ვერ გაიგო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი გამოეხმაურა. როგორც კორტნი აღნიშნავს, თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ორბანის მასპინძლობა მათი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს გაზრდის, "მათ შეიძლება ვერ გაიგონ ევროპული ღირებულებები". "თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ორბანის მასპინძლობა მათი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს გაზრდის, მათ შეიძლება ვერ გაიგონ ევროპული ღირებულებები ან ევროკავშირი", - წერს კორტნი Twitter-ზე. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს გუშინ, 10 ოქტომბერს ესტუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)