22:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 15:41:05, 914 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ის, რომ ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი და შეფარებულია კეზერაშვილი, არის ევროპის პასუხისმგებლობა ქართულ პოლარიზაციაზე

იმით, რომ ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი, დღემდე შეფარებულია კეზერაშვილი, ეს არის პასუხისმგებლობა ევროპის ქართულ პოლარიზაციაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში, დეპოლარიზაციასა და დერადიკალიზაციაში ევროპამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

"საქართველოს პრობლემა არის არა პოლარიზაციაში, არამედ არის რადიკალიზაციაში. ქართული დერადიკალიზაციისთვის თავისი წვლილი უნდა შეიტანონ ევროპელებმაც იმისთვის, რომ საქართველოში რადიკალიზაცია დაიძრას და პოლარიზაცია შემცირდეს. ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი, კერძოდ, იმით, რომ დავით კეზერაშვილს არ გადასცემს საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი სად აფარებდა თავს? ევროპაში. არ გადმოგვცემდნენ და ვნახეთ, შედეგი რაც იყო, მისი რევოლუციური გეგმები. მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში არის, ევროპაშიც დადის და სხვა დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სისხლის სამართლის საქმეებით დამნაშავეებად, უნდა გადმოგვცენ. ეს იქნებოდა მათი წვლილი დეპოლარიზაციაში. 

ვიდრე დავით კეზერაშვილი ჰყავთ ევროპაში შეფარებული, ამ დროს, როცა ვისმენთ საქართველოს მიმართ პრეტენზიებს, რომ  დეპოლარიზაცია მოხდეს, იმ ევროპისგან, რომელიც ამავე დროს იფარებს დამნაშავეს, რომელიც ქვეყანაში ურევს სიტუაციას, ასეთი პრეტენზიების დროს ჩვენი პასუხები გვაქვს. იმით, რომ ევროპაში შეფარებული იყო სააკაშვილი, დღემდე შეფარებულია კეზერაშვილი, ეს არის პასუხისმგებლობა ევროპის ქართულ პოლარიზაციაში“,- აცხადებს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics