|
2023-10-09 09:54:07, 731 ნახვა
მსოფლიო
ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. როგორც მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი დაშავებული ადამიანების რიცხვი 2 243-მდე გაიზარდა. The Times of Israel-ის ცნობით, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, 100-ზე მეტი პირი კი, ისლამისტური დაჯგუფების წევრებმა ღაზას სექტორში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. "ისრაელის არმიის მიერ, ღაზას სექტორთან ახლოს "ჰამასის" მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებამ უმძიმესი სურათი აჩვენა. მინდვრები, ავტომაგისტრალები, მიტოვებული ავტომანქანები ადამიანების ცხედრებით იყო სავსე. ტერორისტები მოქალქეებს სახლებშიც ხოცავდნენ",- წერს მედია. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. გუშინ, 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. გუშინვე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)