17:40 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 19:05:46, 806 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკისა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ გაავრცელა.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა ისრაელს სოლიდარობას უცხადებს.

"პრემიერ-მინისტრმა ისრაელში არსებულ ვითარებაზე, შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე ისაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებენ თავდასხმების მოსაგერიებლად.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც მასშტაბური, თავხედური თავდასხმისგან იტანჯება და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. 

ისრაელში მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობა.

ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ",- წერს ზელენსკი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics