22:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 13:31:24, 915 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი კარდინი რუსულ ბაზაზე - საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა

რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენების შესახებ საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი Twitter-ზე წერს.

კარდინის თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.

"რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენების შესახებ საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა.

ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მზად ვართ, საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელ რეფორმებში",- წერს კარდინი.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "შეშფოთებას გამოთქვამენ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics